logo
ENG



ბერძენიშვილი: რესპუბლიკური პარტია ცალკე პარლამენტში არ შევა 

02 ნოე 202017:06
3 წუთის საკითხავი
 
joi09uu99v05737.jpg

რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით ბერძენიშვილის თქმით, პარტიისთვის მანდატებზე უარის თქმა მარტივი არ არის, მაგრამ რესპუბლიკური პარტია პარლამენტში ცალკე არ შევა. როგორც მან აღნიშნა საკითხზე ერთიანი ოპოზიციური შეთანხმება უნდა შედგეს.

"ჩვენთვის ადვილი არ არის ამ მანდატებზე უარის თქმა, მაგრამ რა თქმა უნდა რესპუბლიკური პარტია ცალკე აღებული არ შევალთ პარლამენტში. ოპოზიციური ფორმატი, საერთო შეთანხმება უნდა შედგეს",-თქვა დავით ბერძენიშვილმა პალიტრას გადაცემაში ნიუსრუმი.

დღესვე პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა პარტია ევროპულმა საქართველომ და ლელომ .

ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები დარღვევებით ჩატარდა, ტოტალურად გაყალბდა და ამიტომ არალეგიტიმურად უნდა იყოს ცნობილი. გუშინ, 1-ლ ნოემბერს საპროტესტო აქციაც გაიმართა. 

ოპოზიციის ლიდერებმა პარლამენტის წინ კვირას 8 ნოემბერს 19:00 საათზე მასშტაბური აქცია დააანონსეს.


close დახურვა